12, ოქტომბერი 2021 14:18:00
დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს. - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ამ კუთხით, რთული ვითარებაა. მისი თქმით, საზოგადოება ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე წუხს, თუმცა, ამ რაოდენობის შესამცირებლად არაფერს აკეთებს.