11, ოქტომბერი 2021 16:45:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: მ.ლერმონტოვის,კომახიძის,ოძელაშვილის,ბაგრატიონის,აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 12:30-დან 18:00 საათამდე შარაბიძეების,მახვილაურის,ზანაქიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს:ალამბარს,გვარას,აჭყვისთავს,ხალას,ბობოყვათს,ციხისძირსა და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში - 14:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: პირველ მაისს,კოლოტაურს,საღორეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 11:00-დან 20:00 საათამდე სოფლებს: წაბლანასა და ყინჩაურს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R