09, ოქტომბერი 2021 16:31:00
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობების კონტროლი, რათა ისეთი სურათი, როგორიც ბათუმში ახლა არის, არ განმეორდეს.
„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს!ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ! აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.