07, ოქტომბერი 2021 16:50:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით მოხდება. თამარ გაბუნიას თქმით, ესენია Pfizer, Sinopharm და Sinovac.
"ბუსტერ დოზებში გამოყენებული იქნება Sinopharm-ი და Sinovac-იც. მოქალაქე რომელიც აიცრა Sinopharm-ის ორი დოზით და მას სურვილი აქვს აიცრას ისევ Sinopharm-ის მესამე დოზით, ბუსტერისთვის გამოყენებული იქნება Sinopharm-ის მესამე დოზა. იგივე ვრცელდება Sinovac-ზეც, თუმცა მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით, შეუძლია აიცრას Pfizer-ის მესამე ბუსტერ დოზით.
მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება ბუსტერის შემთხვევაში, მაგრამ Pfizer-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის გამოყენება ხდება და მოქალაქეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციით, რომელი ვაქცინით აიცრას,"- განმარტავს თამარ გაბუნია.