07, ოქტომბერი 2021 14:04:00
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე განმარტავს, საქართველოში არსებული ვაქცინებიდან როდის და რა შემთხვევაშია „ბუსტერ“ დოზის გაკეთება რეკომენდებული.
მისივე თქმით, „ფაიზერით“ აცრილ მოქალაქეებს ბუსტერ დოზის გაკეთება აცრიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.
„ბუსტერ“ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში არსებული 4 მწარმოებლიდან „ასტრაზენეკას“ აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდგომ არ საჭიროებს გაძლიერებას, „ბუსტერს“, ვინაიდან მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად.„ფაიზერმა“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განიხილავდა აუცილებლობად მისი ვაქცინის გაკეთებიდან 6-12 თვის პერიოდში გამაძლიერებელი „ბუსტერ“ დოზის გამოყენებას. ამასთან, დადგენილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს თავის დამცველობით ძალას. საქართველოში ყველაზე მეტია იმ ადამიანების ოდენობა, ვინც „ფაიზერი“ გაიკეთა. მათ ექნებათ შესაძლებლობა „ბუსტერის“ მიღების, რა თქმა უნდა, გარკვეული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწიებით. ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვრა, მოქალაქეებს „ბუსტერ“ დოზის გაკეთება 50 წლის შემდეგ შეუძლიათ. რაც შეეხება, 50 წლამდე ასაკს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ის ჯგუფები, სადაც ეს ვაქცინაცია არის აუცილებელი. ეს არის ქრონიკული დაავაადების მქონე 16-იდან 49-მდე ასაკის კატეგორია, მათ შეუძლიათ გაიკეთონ „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზა.