04, ოქტომბერი 2021 14:19:00
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის. აქედან 12 პარტიული სიით, ოთხი კი მაჟორიტარი იქნება. მაჟორიტარული კვოტით მანდატები მიიღო: გოჩა მგელაძემ, ევან დოლიძემ, გიორგი ლომთათიძემ და მინდია გოგუაძემ. მმართველი გუნდიდან, პროპორციული სიით, ბათუმის საკრებულოში ადგილებს დაიკავებს: ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში , ნერიმან ცინცაძე, ზურაბ ნაკაიძე, რიჩარდ სირაბიძე, ნატალია ზოიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან ბერიძე, თენგიზ აფხაზავა და თეონა ბერიძე.