02, ოქტომბერი 2021 18:21:00
TV25-ის რეპორტიორის, თეო ფუტკარაძის, მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გააკეთა.
"პროფესიული საქმიანობის შესრულებისას TV25-ის ჟურნალისტის, თეო ფუტკარაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ წარმომადგენელს მუშაობაში ხელი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა შეუშალეს. ვითხოვთ სათანადო რეაგირებას არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტზე" - განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, რომლებიც ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებულნი, თეო ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი გაზიღიანება, საეჭვო სიტუაციის შემჩნევის შემდეგ, ჩვენი რეპორტიორის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია