01, ოქტომბერი 2021 18:38:00
"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
კახა კალაძის შეფასებით, ეს იყო მცდელობა საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს სააკაშვილი არის ბათუმში.
„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, საკუთარი კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას და ამისთვის, მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი, ხვალ დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და კანდიდატს, როგორც სააკაშვილმა. ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს მიშა არის ბათუმში, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ თავისი საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, მისი კანდიდატი,“- განაცხადა კალაძემ.