30, სექტემბერი 2021 16:38:00
პედაგოგების ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურნა დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად.
"რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,"- თქვა ცერცვაძემ.