30, სექტემბერი 2021 14:37:00
#არაჩადებას - ამ წარწერით ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერობის კანდიდატი ავსტრიის ლაბორატორიის FTC-Forensisch-Toxikologisches Labor დასკვნას ავრცელებს.
გიორგი გახარიას თქმით, კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
"ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. #არაჩადებას", - წერს გახარია Facebook-ზე.