29, სექტემბერი 2021 12:52:00
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა არ მოჰყვება. ჟურნალისტის კითხვას, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციისა და ქვეყანაში აქციების დაწყების შესახებ, კახა კალაძემ ასე უპასუხა:
"არანაირი საერთაშორისო ზეწოლა, რაის აქციები, თქვენი 5-კაციანი აქციების არავის ეშინია", - თქვა კალაძემ.
27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება.