29, სექტემბერი 2021 12:00:00
სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა - ამ მიმართულებით, ბათუმში, კერძოდ, „თეგეტა აკადემიაში“, ტრენინგები დაიწყო. იგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებსაც. მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა. სასწავლო კურსის მონაწილეებს „თეგეტა“ სრულად აფინანსებს.
პირველ სატრენინგო დღეს, მომავალ თანამშრომლებს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს. მსმენელებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. დაათვალიერეს სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი.
ტრენინგების დასრულების შემდეგ, წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში, სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, ასევე, სექტორისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე დასაქმდებიან. მონაწილეები, გარდა ბათუმისა, ფოთიდან და ქუთაისიდანაც შეირჩნენ. აქ, მათი ცხოვრების ხარჯებს კომპანია უზრუნველყოფს.
„თეგეტა აკადემია“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტომომსახურების სფეროსთვის. ავტორიზებული კოლეჯის სასწავლო კურსებს ადგილობრივი და უცხოეთიდან მოწვეული ტრენერები უძღვებიან. ასევე, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.
R