29, სექტემბერი 2021 10:17:00
დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ფინანსური პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა 3 ათასზე მეტი რაოდენობის ყალბი აქციზური მარკა, თბილისში, 2 700 დოლარად გაყიდა. იგი სწორედ რეალიზაციის დროს აიყვანეს.
დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.