28, სექტემბერი 2021 18:27:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მშობლებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრისკენ მოუწოდებს. თამარ გაბუნიას თქმით, ახლა, როცა სწავლა საკლასო ოთახებში გაიხსნება, ასევე იხსნება ბაღები, მნიშვნელოვანია ბავშვის გარემოცვის აცრა.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია, რომლის მაჩვენებელიც არის კარგი სკოლის თანამშრომლებს შორის, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც. ვინაიდან, მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ. ბავშვისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის მისი გარემოცვის აცრა. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, აიცრან, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის გავრცელება და სწავლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში", - თქვაჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
კლასებსა და აუდიტორიებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდება. გაიხსნება საბავშვო ბაღებიც.
სკოლებში დამატებითი მოთხოვნაა პირბადის ტარება მათ შორის მცირე ასაკის ბავშვებისთვის - დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის.