28, სექტემბერი 2021 15:03:00
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვაქცინაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის იმედი არ აქვთ. მედიკოსის თქმით, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში პანდემია კიდევ გაგრძელდება და ვერ დასრულდება.