27, სექტემბერი 2021 15:08:00
საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყება UNICEF-თან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, შედეგად, ბოლო ორ თვეში, აცრილი პედაგოგების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა.