27, სექტემბერი 2021 12:42:00
"ამჟამად, ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე" - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
"დღესდღეობით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი. რაც შეეხება გოჭოშვილს, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების მიერ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდა დაგვიანებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.