24, სექტემბერი 2021 13:47:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარას, 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადმოსცა. ინვენტარი იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვისაა გათვალისწინებული, სადაც იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მაცივრები მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდა და იმ კლინიკებმა მიიღეს, სადაც აღჭურვილობა გამოცვლას საჭიროებდა. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, რეგიონში, 198 ათას 428 დოზა ვაქცინა გაკეთდა.