24, სექტემბერი 2021 13:46:00
„განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. წესრიგდება შენობების იერსახეებიც. უნდა მოეწყოს ბორდიურები და საგზაო უსაფრთხოება. „განახლებული რეგიონები“ ოთხწლიანი პროგრამაა, რომელიც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებსა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.