24, სექტემბერი 2021 13:42:00
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ხვალ, 85-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. პრემიერაზე, წარმოდგენილი იქნება, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი - „ქალთევზა“. 25 სექტემბერს წარმოდგენა სულ ორჯერ გაიმართება. პირველი, 13 საათზე დაიწყება. თითო სეანსზე დასწრება, ერთდროულად, 90 მაყურებელს შეეძლება.