24, სექტემბერი 2021 11:12:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „რეგენერონის“ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის რეკომენდაცია გასცა.
მედიის ცნობით, რეკომენდაცია იმ ინფიცირებულთათვის გაიცა, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ბუნებრივი ანტისხეულები არ აქვთ.
შეგახსენებთ, აშშ-მ „რეგენერონის“ გადაუდებელი გამოყენების ნებართვა შარშან გასცა, გაერთიანებულმა სამეფომ მისი გამოყენება გასულ თვეში დაამტკიცა, ევროპა კი ჯერჯერობით თერაპიის განხილვის პროცესშია.