24, სექტემბერი 2021 10:35:00
ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თიანეთში მოხდა. 70 წლამდე კაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და მწყემსად მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავეც ამავე სოფლიდან არის.
ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტს წინ მხარეებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. იგი პოლიციამ უკვე დააკავა.