23, სექტემბერი 2021 13:48:00
„ევრონიუსი“ აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფი, რეგიონს, ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს. მთავარი აქცენტი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნულ პარკებზე გაკეთდება. შესაბამისად, გადაღებები კინტრიშის, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებში, ასევე ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მომზადებული რეპორტაჟი „ევრონიუსის“ ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. მას, 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში, მილიონობით მაყურებელი იხილავს.