23, სექტემბერი 2021 13:47:00
აჭარაში, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება. 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. იგი ერთმანეთთან ორ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას დააკავშირებს.