23, სექტემბერი 2021 13:44:00
ათას 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 2 ათას 646 გამოჯანმრთელებული და 47 გარდაცვლილი - ეს საქართველოში გასული დღის კოვიდსტატისტიკაა. რაც შეეხება აჭარაში შექმნილ ეპიდვითარებას, ასეთია: მორიგი 100 ინფიცირებული და კორონავირუსის კიდევ 1 მსხვერპლი. ბოლო 24 საათში, რეგიონში, ვირუსი 174-მა პაციენტმა დაამარცხა. მძიმეა 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.