22, სექტემბერი 2021 13:02:00
ბათუმში, უამინდობის შედეგად შექმნილი შეფერხების გამო, სამარშრუტო ხაზებზე ცვლილებებია. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
უამინდობის შედეგად შექმნილი შეფერხების გამო, ცვლილება განხორციელდა №1; №1ა; №7 და №7ა სამარშრუტო ხაზებზე, რომლებიც თავდადებულის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას განაგრძობენ ასათიანის ქუჩის გავლით.
მერიის ცნობითვე, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.