22, სექტემბერი 2021 09:55:00
„პირველი არხის“ ეთერში გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე გიორგი გახარიამ კახა კალაძეს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა იგი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების პოზიციას, თითქოს ექსპრემიერი ნარკოდამოკიდებული ყოფილიყო.
დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები. შენ იზიარებ, კონკრეტულად კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა?,- ჰკითხა გახარიამ კალაძეს.
ამ კითხვის საპასუხოდ თბილისის მოქმედმა მერმა თქვა, რომ გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.
ნარკომანობასთან დაკავშირებით მემგონი არავის დაუბრალებია და არავის არ უთქვია ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე (თანამდებობიდან გადადგომა). მე არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში კაცი ვარ და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. მე არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი, - თქვა კალაძემ.