21, სექტემბერი 2021 21:22:00
პოლიტიკურად მართული - ამ სიტყვებით მიმართა ზაალ მიქელაძემ მოქალაქეს, რომელმაც „ქართული ოცნების“ ოფისში დახმარებისთვის მიაკითხა. საქართველოს პარლამენტის წევრმა , იპოთეკით დაზარალებულთან, აგრეესიით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნინო ანანიძემ მას, წინასაარჩევნოდ დარიგებული ბოსტნეული და კარტოფილი შეახსენა. მიქელაძემ სასტუმროს მფლობელს ღიად უთხრა, რომ ის დაზარალებული არაა
მიქელაძისგან განსხვავებით, პრობლემის არსებობაში ეჭვი, ქობულეთის პროპორციული სიის პირველ ნომერს არ შეუტანია. დავით ვერულიძემ მოქალაქეეს უთხრა, რომ მთავრობა საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობს.
ჩვენი ეთერით, ქობულეთელების პრობლემას უკვე მერვედ გიყვებით. აქციის მონაწილეებმა დღეს, ახალი მოთხოვნა გაახმოვანეს. ისინი ხელისუფლებას ქობულეთის განვითარების მუნიციპალური ფონდის შეიქმნისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციამ დაზარებულების მდგომარეობა დეტალურად უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილებები დროულად მიიღოს.
საავტომობილო გზა არ გადაკეტეს, თუმცა ცოცხალი ჯაჭვი ამჯერადაც მოაწყვეს. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დღესაც იმყოფებოდა.
მოქალაქეები,თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშობს.
ქობულეთელები გაჩერებას არ აპირებენ. დაზარალებულები მომდევნო საპროტესტო აქციას 26 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან აანონსებენ.