21, სექტემბერი 2021 13:45:00
აქცია ქობულეთში. ქუჩაში დღეს, ისევ სასტუმროების მფლობელები გამოვიდნენ. ისინი ხელისუფლებას, არშემდგარი სეზონის ფონზე დახმარებას სთხოვენ. მოითხოვენ, სესხების ანულირებას და საფინანსო ინსტიტუტებთან შუამდგომლობას. ეს არ არის პირველი საპროტესტო აქცია, რომელიც ადგილობრვებმა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის გამართეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე ვერ მიიღეს. მონაწილეები, ქობულეთში, „ქართული ოცნების“ ოფისშიც მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არავისგან აქვთ.