21, სექტემბერი 2021 13:23:00
აქცია- პერფორმანსი მოეწყო აჭარის მთავრობის სახლთანაც. ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პალმის რტოები და ბუშტები მიუტანეს. ამით, თორნიკე რიჟვაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს, პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძულის აგებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, აჭარაში, არც ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი განხორციელებულა, ამ ფონზე კი კუნძულის მშენებლობის იდეა, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და ხალხის დაცინვააა.