21, სექტემბერი 2021 12:51:00
სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. მონაწილეები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებისა და არსებული სერვისების გაუმჯობესების სტანდარტებს, ასევე ტურისტული სერვისების ხარჯთახრიცხვას, მათ შექმნასა და ტურისტებისთვის სწორად შეთავაზებას სწავლობენ. ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით დაიგეგმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.