16, სექტემბერი 2021 14:34:00
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლს, ამჯერად, EURONEWS-ის მაყურებელი ეცნობა. სატელევიზიო რეკლამა, დღისა და ღამის პრაიმთაიმში, მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადაიცემა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის ეთერში, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკების ამსახველი 25-წამიანი სლაიდშოუ ტრიალებს, სადაც მტირალას, კინტრიშის, კოლხეთის ეროვნული პარკები და ქობულეთის დაცული ტერიტორიაა წარმოჩენილი.