16, სექტემბერი 2021 14:25:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროექტის -„ეთნოსოფელი“ განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე, ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიც. პროგრამის ფარგლებში, წელს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტებიც მომზადდება. დაგეგმილია, მაჭახლის ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაცია, ასევე „მაჭახელას თოფის გზა“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.