16, სექტემბერი 2021 12:37:00
საქართველოში ბოლო 24 საატში კოვიდვაქცინით 25 150 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 589 024 აცრაა ჩატარებული.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.