15, სექტემბერი 2021 17:04:00
აჭარაში, წლის ბოლომდე, სამი ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობა დაიწყება. შესაბამის მემორანდუმს ხელი, რაგბის ფედერაციასა და აჭარის მთავრობას შორის დღეს მოეწერა. პირველ ეტაპზე, სამუშოები ქობულეთში, სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ხოლო შუახევში, სოფელ ფურტიოში დაიწყება. მომდევნო წელს კი მშენებლობა სტარტს ბათუმშიც აიღებს. სპორტული კომპლექსის მოწყობა, 100 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობის პროექტის ფარგლებში იწყება.