13, სექტემბერი 2021 14:09:00
რა სანქცია დაეკისრება პირს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსუსის მქონე შენობა, რეაბილიტაციის ნაცვლად, ფაქტობრივად დაანგრია, ჯერ უცნობია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ფაქტის შესწავლა დასრულებული აქვს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საუბარია, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 37 ნომერში მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობაზე. მესაკუთრეს, ნებართვა, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის, შენობის მხოლოდ ფასადია დარჩენილი. ნაგებობას, ძეგლის სტატუსი, 2008 წელს მიენიჭა.