09, სექტემბერი 2021 12:36:00
შამფურზე შემწვარი სოკო ძალიან უხდება ხორცს, მაგრამ თუ გავაერთიანებთ ქამა სოკოს და ფარშს, მივიღებთ ნამდვილ საოცრებას.
ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1. 1,2კგ ქამა სოკო
2. 500გ ქათმის ფარში
3. ხახვი
4. შებოლილი პაპრიკა, მშრალი ნიორი, მარილი და წიწაკების მიქსი
5. მწვანილი
მომზადების წესი:
ყველა მწვანილი (მე ვიყენებ მწვანე ხახვს, ოხრახუშს და ქინძს) დაჭერით წვრილად ხახვთან ერთად. მოაყარეთ მწვანილი ფარშს და მოურიეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკების ნარევი, პაპრიკა და ნიორი.
ცალკე მოვამზადოთ სოუს-მარინადი: 50მლ ზეთს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სოუსი ტერიაკი, ნეხევარ-ნახევარი ჩაის კოვზი წიწაკების ნარევი და მარილი.
მოაშორეთ სოკოს ფერი და ამოავსეთ გულსართით.
სოკოს მწვადიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!
წყარო: gastronomia.ge