08, სექტემბერი 2021 15:07:00
მინუს ერთი - გახარიას გუნდს კიდევ ერთი წევრი ტოვებს. დაბა ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიდან „საქართველოსთვის“ საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.
ბადრი მახარაძეს მისი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა სურს. ფაქტს ადასტურებს ქედის მერობის კანდიდატი.
ელგუჯა ნაკაშიძემ TV25.GE-თან საუბრისას თქვა, რომ ამის მიზეზი მახარაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა. ქედის მერობის კანდიდატი არც ზეწოლას და მუქარას გამორიცხავს.