08, სექტემბერი 2021 14:54:00
ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით, აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს. ისინი, ინფორმაციას, მტაცებელი ფრინველების სახეობებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების შესახებ იღებენ, რაც სამომავლოდ ტურების დაგეგმვასა და საჭირო სერვისების შეთავაზებაში დაეხმარებათ. აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. სპეციალისტები და მოყვარულები პროცესს 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან. ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელოვან ადგილებს, აჭარაში სოფელი სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური წარმოადგენს.