08, სექტემბერი 2021 10:24:00
ადამიანის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ის ახალი პლატფორმა უზრუნველყოფს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა.
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, აპლიკაცია QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს.
„კოვიდ საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსის შემოწმებას შეძლებენ. ახალი პლატფორმის დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის განმარტებით, ბიზნესოპერატორები სტუმრის დასაშვებად სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ, განისაზღვრება მწვანე ზონები და მოქალაქეები სასურველ სერვისს უსაფრთხოდ მიიღებენ. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი გაცნობა ბიზნეს სექტორისთვის უახლოეს დღეებში იგეგმება. ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა”, - წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აპლიკაციის შექმნის შესახებ, ბექა ფერაძემ, გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.