07, სექტემბერი 2021 10:18:00
დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი გადის.
ასევე, 7 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოს ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.
შეგახსენეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 თვით ადრე პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმში გადადის, რა დროსაც, შესაძლებელია კენჭისყრამდე დარჩენილ დროში პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.