06, სექტემბერი 2021 10:14:00
ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სატრანსპორტო მიმოსვლა რამდენიმე დღეში სრულად აღდგება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდის ბურჯებისა და კონსტრუქციის გამაგრება, ტროტუარების მოწყობა, მოაჯირებისა და ასფალტის საფარის შეცვლა ხორციელდება.
ამასთან, უკვე დასრულდა გოგოლის ქუჩისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულებამ 2 მილიონ 582 ათასი ლარი შეადგინა.