03, სექტემბერი 2021 13:46:00
"ტიკარაძე კლავს", - ამ სახელწოდებით, "ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა. ვატო სურგულაძე უწყებასთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
შეკრებილთა განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
"საქართველოში იღუპებიან ადამინები. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ მინისტრი ტიკარაძე გვკლავს. გვკლავს თავისი უცოდინრობით, არაპროფესიონალიზმით და უპასუხისმგებლობით და მივიღეთ ეს სავავალო მდგომარეობა. აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ უნდა წავიდნენ, რადგან ყოველი დღე არ ველოდებოდეთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" , - თქვა სურგულაძემ.