02, სექტემბერი 2021 20:26:00
ბათუმის რამდენიმე დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს. მიზეზად ელექტრომომარაგების ქსელზე ავარიულ დაზიანებას ასახელებენ.
წყლის მიწოდება ღამის 02:00 საათამდე შეწყდება შემდეგ მისამართებზე: მახინჯაურის, განთიადის, თამარისა და ბარცხანის დასახლებები, ბაქოს ქუჩა, იმედაშვილის ქუჩიდან ბარცხანის ხიდამდე, იმედაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე, კანდელაკის, მერკვილაძის, შავშეთისა და მაქაცარიას ქუჩები, ხელვაჩაურისა და გონიოს დასახლებები (ახალი ქსელის აბონენტები).