01, სექტემბერი 2021 14:38:00
მაღალმთიან აჭარაში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ. ამაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს, სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. ცნობისთვის, უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს, კიდევ უფრო, მრავალფეროვანს ხდის.