27, აგვისტო 2021 14:48:00
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაფიცვაში მონაწილეობისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს.დამსაქმებლის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის მიუხედავად, ის მედია საშუალებებთან აქტიურად საუბრობდა დასუფთავების სამსახურში არსებული კორუფციული სქემებისა და მძიმე სამუშაო პირობების შესახებ. ის ითხოვს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის დაყენებასა და სახალხო დამცველთან შეხვედრას. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, "თბილსერვის ჯგუფი" ყოფილ თანამშრომელს არ გამოხმაურებია.