25, აგვისტო 2021 15:10:00
გუშინ, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. “TV25” – ის ინფორმაციით მანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის კი, ერთი არასრულწლოვანი. მათგან გარდაცვლილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „TV25” დეტალებს არკვევს.