24, აგვისტო 2021 22:00:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 2 500 კოლოფი თამბაქო, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს. სასჯელი 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.