20, აგვისტო 2021 22:03:00
დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდა, რითიც გადასახადის გადახდას არიდებდა თავს. სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.