20, აგვისტო 2021 22:01:00
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე , ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული, დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითთქოს ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიისგან. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 95 000 ლარს აღემატება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.